ქართველმა ხალხმა საუკუნეთა განმავლობაში თვითმყოფადი ეთნიკური კულტურა (ტრადიციები, წეს-ჩვეულებები) შექმნა. ყველა მათგანი ორიგინალობით გამოირჩევა. ამასთანავე, ჩვენი წინაპრები იზიარებდნენ მსოფლიო ხალხთა კულტურულ მიღწევებს და ყველა რეალიას შემოქმედებითად ამუშავებდნენ.
საქართველოს ულამაზესი კუთხე - სვანეთი
четверг, 26 ноября 2015 г.
ვახუშტი ბაგრატიონი სვანებს ასე ახასიათებს:
”ქართველების ტომის უფრო შორეულს შტოს სვანები შეადგენენ… სვანების ცხოვრებაში ბევრს ქართველურ ჩვეულებასა და ხასიათს ხედავს მოგზაური… სვანი ადვილად საცნობია. იგი არა ჰგავს იმ მთის ხალხებს, რომლებიც სვანეთის გარშემო ბლომად ცხოვრობენ… პირისახით სვანი მაშინვე მთის ქართველებს მოგაგონებთ: თუშებს, ფშავებსა და ხევსურებს: ტანით წარმოსადეგია და საღი შეხედულება აქვს. სვანის ტანსაცმელი მხოლოდ ცოტათი განირჩევა მეგრელისა და იმერლის ტანისამოსისაგან.
ისტორია და ლეგენდები
სვანეთი იყო კოლხეთის და მოგვიანებით ეგრისის სამეფოების ნაწილი ქრისტეს შობამდე VI საუკუნიდან - ქრისტეს შობიდან VII საუკუნემდე. იმ დროისტვის სვანეტი დამოუკიდებელი ტერიტორია იყო და ადგილობრივი საბჭო მართავდა.
ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, არგონავტები იასონის მეთაურობით წამოვიდნენ კოლხიდაში (ახლანდელი დასავლეთ საქართველო) ოქროს საწმისის საპოვნელად. ალბათ, სწორედ კავკასიური ოქროს ძებნამ მიიყვანა ისინ ტერიტორიებზე რომლებსაც დღეს ჩვენვიცნობთ როგორც სვანეთი, საქართველო.
სვანეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს. ისტორიულ სვანეთში შედიოდა აგრეთვე ე. წ. აფხაზეთის სვანეთი(მდინარე კოდორის ზედა ნაწილი), სამეგრელოს, ზემო რაჭისა და ლეჩხუმის მოსაზღვრე რეგიონები.
Подписаться на:
Сообщения (Atom)